09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
სერფერი ძაღლები - უჩვეულო სანახაობა კალიფორნიაში

კალიფორნიის სანაპიროზე უჩვეულო კონკურსი გაიმართა-აქ სერფინგში ერთმანეთს ძაღლები შეეჯიბრნენ.

ღონისძიებაში სხვადასხვა ჯიშის 50–ზე მეტი ძაღლი მონაწილეობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.

ჟიურიმ პირველ ადგილზე გასულები სხვადასხვა კატეგორიაში შეარჩია.

სერფერი ძაღლების კონკურისი კალიფორნიაში უკვე მეათედ ჩატარდა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა ცხოველთა დაცვის ერთ–ერთ ფონდში გადაირიცხება.

 

 

 
დღის ამბები