29 აგვისტო 2026,   08:39
ვრცლად
უკრაინა დაიბრუნებს ყველაფერს და ეს გარდაუვალია, ეს მხოლოდ დროის საკითხია, გათავისუფლების დრო ახლოვდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს რუსეთის ტერორისტულ ქვეყნად აღიარებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მომდევნო კვირას, პარტნიორებისგან კარგ ამბებს ელოდება.

ასევე ზელენსკის თქმით, ის ევროპის საბჭოს სხდომისთვისაც ემზადება, რომელიც 30 - 31 მაისს გაიმართება.

"ბრძოლის საკვანძო მიმართულებები ფრონტზე კვლავ არის სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, პოპასნაია და სხვა ქალაქებია, რომლებზეც კონცენტრირებულია რუსული შეტევა, მაგრამ ჩვენი თავდაცვის ხაზი შენარჩუნებულია. იქ წარმოუდგენლად რთული მდგომარეობაა. მე მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უძლებს დამპყრობლების ამ თავდასხმას. ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენი თავდაცვის გაძლიერებაზე - ეს, პირველ რიგში, იარაღით მომარაგებაა. ყოველდღიურად ვუახლოვდებით იმას, რომ ჩვენი ჯარი გადააჭარბებს ოკუპანტებს ტექნოლოგიურად და დამრტყმელი ძალით. რა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული პარტნიორებზე, მათ მზაობაზე, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც საჭიროა თავისუფლების დასაცავად და მე აქ ველი კარგ ამბებს უკვე შემდეგ კვირას. რაკეტები, ყუმბარმტყორცნები და რისთვის? რას გაძლევთ ეს? სუმის ოლქში, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ სხვა ოლქში უკრაინელებმა უკვე ყველაფერი გაიგეს რუსეთზე და ახალი ტერორით ის ვერაფრის დამატებას ვერ შეძლებს. მითუმეტეს, ვერ შეძლებს დაშინებას. მიკოლაევის დღევანდელი დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 7 დაშავებულია, ორი მათგანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ რაიონს, საბავშვო ბაღიდან ოც მეტრში ჩამოვარდა. აი ასეთი მტრები აირჩია რუსეთის ფედერაციამ თავისთვის. კვლავ და კვლავ შევახსენებ მსოფლიოს, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა აღიარონ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ, ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ. ეს სამართლიანია და ასახავს იმ ყოველდღიურ რეალობას, რომელიც აგრესორმა შექმნა უკრაინაში და ძალიან სურს ამის უფრო შორს, ევროპაში გატანა. ეს უნდა იყოს იურიდიულად გამყარებული. მივმართავ სხდომის წევრებს და ამ ტერორზეც ვისაუბრებ, რომელიც დღეს ფაქტობრივად გახდა რუსეთის მოქმედების ერთადერთი ფორმა ევროპასთან მიმართებით. ტერორი უკრაინის მიწაზე, ტერორი მთელი ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე, ტერორი სასურსათო ბაზარზე, მათ შორის გლობალური მასშტაბით. როგორი ტერორი იქნება შემდგომში ? მხოლოდ ერთად, მხოლოდ ყველა ევროპელი შევძლებთ ასეთი სახელმწიფოს ასეთი პოლიტიკა შევაჩეროთ. რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოსთვის მიმართვაში ყურადღებას გავამახვილებ იმ პროგრესზეც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, რომელიც უკვე მიღწეულია და მიიღწევა უახლოეს მომავალში. ასევე მომავალ კვირას გავაგრძელებ ევროპული ქვეყნების პარლამენტებისთვის მიმართვას. იქნება სხვა ბევრი საერთაშორისო აქტივობაც, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისკენ და ასევე მიმართული იქნება რუსეთზე თავისუფალი მსოფლიოს წნეხის გაძლიერებაზე.

დღეს ვესაუბრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს თავდაცვით მხარდაჭერასა და უკრაინისთვის საწვავის მიწოდებაზე. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება უკრაინულ პორტებზე ბლოკადის მოხსნა ანუ როგორ შეიძლება არ დავუშვათ სასურსათო კრიზისის განვითარება. ცალკე განვიხილეთ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, მათზე მუშაობის გააქტიურება. ჩნდება სულ უფრო მეტი ინფორმაცია იმაზე, რომ დამპყრობლები ცდილობენ მაქსიმალურად შეზღუდონ ჩვენი ხალხის გასვლა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული რაიონებიდან. ისინი არ ქმნიან არანაირ ჰუმანიტარულ დერეფნებს. ის, ვინც დარწმუნებულია თავის პოზიციაში, ასეთ გადაწყვეტილებებს ნამდვილად არ მიიღებდა. ცალსახად ეს სისუსტის გამოვლენაა. იმის გამოვლინებაა, რომ მათ ადამიანებისთვის არაფრის მიცემა არ შეუძლიათ და ადამიანებსაც არ სურთ მათგან არაფრის აღება. ამიტომ ცდილობენ ადამიანების ტყვედ აყვანას, მაგრამ უკრაინა დაიბრუნებს ყველაფერს თავისას - ყველაფერს და ეს გარდაუვალია, ეს მხოლოდ დროის საკითხია. ყოველდღიურად ეს დრო, გათავისუფლების დრო ახლოვდება", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები