არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ინციდენტში მონაწილე პირები ჯერ არ დაუკავებიათ, სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა უცნობია. ასევე უცნობია დანაშაულის ოფიციალური მოტივიც. შემთხვევას არაერთი თვითმხილველი ჰყავს, თუმცა დეტალებზე საუბარი უჭირთ.
რატომ ესროლეს ვაკეში ორ ახალგაზრდა მამაკაცს, მიზეზები უცნობია ერთ-ერთი დაჭრილის დედისთვისაც. ვაკეში მომხდარ შემთხვევას, ორი დაშავებული ჰყავს.
ახალგაზრდა მამაკაცები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა.