ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანზე, ქუჩის კალათბურთის ტურნირი დიდუბე 2022 გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებაში, დიდუბის რაიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირში 12 გუნდი ასპარეზობდა. გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგებელმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თასი, სიგელები, მედლები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.