09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
სირიაში ასადის ოპოზიციაზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ იერიშებს განახორციელებს

შეერთებული შტატების სამხედრო ავიაცია სირიაში ასადის ოპოზიციაზე თავდასხმის შემთხვევაში, იერიშებს განახორციელებს – ასეთია ბარაკ ობამას გადაწყვეტილება, რომელიც მან ვაშინგტონში რამდენიმე თვიანი განხილვების შემდეგ მიიღო.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ასადის არმიის მხრიდან ოპოზიციის ძალებზე თავდასხმის ალბათობა საკმაოდ მცირეა. შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სირიის ოპოზიციის შეიარაღებული ძალები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად არიან გაწვრთნილი და ისინი პრეზიდენტ ასადის მიერ კონტროლირებად რაიონებში არ იმყოფებიან.

 

 
დღის ამბები