09 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
ბრუკლინში მომხდარი სროლის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

13 ადამიანი დაშავდა ნიუ იორკის აღმოსავლეთ უბანში, ბრუკლინში მომხდარი სროლის შედეგად.

ორი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტი ერთ-ერთ სახლში, წვეულების დროს მოხდა. უცნობი პირი სახლის უკანა ეზოში შეიარაღებული შეიჭრა, შემდეგ კი მიმალვა მოასწრო.

ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები დამნაშავეს - პოლიცია ამაზე არ საუბრობს. გამოძიება ერთ მამაკაცს ეძებს.

 

 

 
დღის ამბები