09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
აშშ-ში მუსიკალურ ფესტივალზე კარავი ჩამოიშალა - დაღუპულია ერთი ადამიანი

1 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოს მახლობლად ყოველ წლიურ მუსიკალურ ფესტივალზე კარვის ჩამოშლის შედეგად.

ამის მიზეზი უეცრად ამოვარდნილი ძლიერი ქარი გახდა.

პოლიციამ ფესტივალის ევაკუაცია განახორციელა. შედეგად 4 დღიანი ღონისძიების ბოლო დღე აღარ გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით, კარვის ჩამოშლის დროს ფესტივალზე ცოტა ხალხი იმყოფებოდა, რადგან ჯერ ხმის შემოწმება მიმდინარეობდა. ინციდენტის დეტალებს გამოძიება სწავლობს.

 

 

 
დღის ამბები