09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ხანძარი აშშ-ში - ევაკუირებულია 12 ათასამდე ადამიანი

ტყის ხანძრის ორ კერას ებრძვიან შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატში - ცეცხლმა მთლიანობაში 50 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა.

ხანძრები ლოს ანჯელესის ჩრდილოეთით, ეროვნულ ტყე-პარკში და სან ფრანცისკოს სამხრეთით გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის კერები დასახლებული პუნქტისგან მოშორებით მდებარეობს, 12 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მაინც მოახდინეს.

ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე მაგისტრალი გადაკეტა. ცეცხლის გაჩენის მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება. მის გავრცელებას კი ხელი ქარმა შეუწყო.

 
დღის ამბები