09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ქალაქ ნალჩიკში კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ნალჩიკში, ერთ-ერთ შენობაში სამართალდამცველებს მებრძოლები ჰყავთ ალყაში მოქცეული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ქალაქში კონტრტერორისტული ოპერაცია მთელი ღამეა მიმდინარეობს. სამართალდამცველები ამჟამად მებრძოლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ .

ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში და რომელ დაჯგუფებას მიეკუთვნებიან ისინი. 

 
დღის ამბები