09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
პეტერბურგში ლგბტ აქტივისტების არასანქცირებული აქცია დაკავებებით დასრულდა

შეტაკებებითა და დაკავებებით დასრულდა ლგბტ აქტივისტების არასანქცირებული აქცია პეტერბურგში.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პეტერბურგის მთავარ მოედანზე ყოფილი მედესანტეებიც გამოჩნდნენ, რომლებიც იმავე ადგილას პროფესიული დღის აღსანიშნად შეიკრიბნენ.

სწორედ ამ ორ ჯგუფს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მედესანტეებმა აქტივისტებს ცისარტყელის დროშის გაშლის საშუალება არ მისცეს. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა 3 ადამიანი დააკავეს - მათ შორის არის ლგბტ აქციის ორგანიზატორიც.

 

 

 
დღის ამბები