17 მაისი 2024,   16:45
ვრცლად
"ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში, სულ მცირე 243 ბავშვი დაიღუპა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში, სულ მცირე 243 ბავშვი დაიღუპა - საზარელ სტატისტიკაზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ღამის ტრადიციული ვიდეომიმართვისას ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს არ არის სრული მონაცემები, რადგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვთ.

"სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან 98 დღეში დამპყრობელთა თავდასხმებით 689 ბავშვი დაშავდა, ეს არის ის, რის შესახებაც გვაქვს ინფორმაცია, ამ კუთხით ჯერ არ ვიცით რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუმცა ვიცით, რომ დაშავდა 446 ბავშვი და 243 დაიღუპა. 139 დაკარგულად ითვლება. სამუდამო ხსოვნა იყოს მათი, ვინც უკრაინის წინააღმდეგ, რუსულმა აგრესიამ იმსხვერპლა. ომის დაწყებიდან დღემდე საცხოვრებელი 12-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა, ხოლო 5 მილიონზე მეტმა კი ქვეყანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავაბრუნოთ ისინი სამშობლოში," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები