09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
ყაბარდო-ბალყარეთში 6 მებრძოლი მოკლეს

ყაბარდო-ბალყარეთში 6 მებრძოლი მოკლეს. სპეცოპერაცია, რომელიც ნალჩიკში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, დილით დასრულდა. გავრცელებული ცნობით, მოკლულ მებრძოლებს შორის ერთი ქალია, რომელიც ძალოვანებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა.

მებრძოლები ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აღმოაჩინეს და ალყაში მოაქციეს. მათ დანებებაზე უარი განაცხადეს და სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნეს. ორი დღის წინ კი ანალოგიური ოპერაცია ინგუშეთში ჩატარდა, სადაც ასევე 8 მებრძოლი მოკლეს.

სამართალდამცველების განცხადებით, 14-ივე მებრეძოლს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ჰქონდა.

 
დღის ამბები