09 ოქტომბერი 2024,   00:18
ვრცლად
რუსეთში საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ფუნქციონირება დაიწყო

პირველი აგვისტოდან რუსეთში ფუნქციონირება დაიწყო საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა.

მისი შექმნის შესახებ ოფიციალურად ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გამოაცხადა.

პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულებით კი მათ დავალების შესრულება უკვე დაიწყეს. სამხედრო საჰაერო კოსმოსურ ძალებში გაერთიანებულია: ავიაცია, საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შენაერთები.

სერგეი შოიგუს განცხადებით, საჰაერო კოსმოსური ძალები ერთი ხელმძღვანელობის დაქვემდებარებაში იქნება, რომელიც პასუხს აგებს მის განვითარებასა და მნიშვნელოვანი დავალების შესრულებაზეც.

 
დღის ამბები