09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
საბერძნეთის საფონდო ბაზარმა მუშაობა მკვეთრი ვარდნით განაახლა

5 კვირიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის საფონდო ბაზარმა მუშაობა მკვეთრი ვარდნით განაახლა. ვაჭრობის დაწყებისთანავე ქვეყნის მთავარი საფონდო ინდექსი რეკორდული მაჩვენებლით, 23 პროცენტით დაეცა.

30 პროცენტით გაუფასურდა საბერძნეთის ოთხი ყველაზე მსხვილი ბანკის აქციების ღირებულებაც. ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისის ფონზე საფონდო ბირჟაზე მსგავსი ცვლილებები მოსალოდნელი იყო.

 
დღის ამბები