09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
უკრაინის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა უკრაინის გადარჩენის კომიტეტის ფორმირების შესახებ განაცხადა

უკრაინის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა უკრაინის გადარჩენის კომიტეტის ფორმირების შესახებ განაცხადა. ნიკოლაი აზაროვმა ამის შესახებ მოსკოვში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ორგანიზაციის წევრები უკრაინის ტერიტორიაზე ფარულად საქმიანობენ.

კომიტეტი უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებასა და ვადამდელი საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ისახავს მიზნად.

მოძრაობამ უკვე დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატიც – რადას ყოფილი დეპუტატი ვლადიმერ ოლეინიკი.

 

 
დღის ამბები