09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
სირიაში სამთავრობო ძალების სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში სამთავრობო ძალების სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მოიერიშე დაბომბვების დროს, ქალაქ არიაში, ბაზრის ტერიტორიაზე ჩავარდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

პარალელურად, შეერთებული შტატები სირიის ოპოზიციურ ძალებს ავიაციით მხარდაჭერას პირდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ბარაკ ობამამ რამდენიმე თვიანი კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

ამერიკული ავიაცია იერიშებში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ სირიის ე.წ. ახალ ძალებზე თავდასხმა განხორციელდება. საუბარია ორ ქვედანაყოფზე, რომელიც ამერიკელებმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად გაწვრთნეს.

 
დღის ამბები