დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობით განხორციელებული დევნის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ხომასურიძის საქმეზე სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებენ. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.
ხომასურიძეს ბრალი გუშინ წარუდგინეს. მას ბრალდება ედავება ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ძალადობითაა ჩადენილი.
შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ. ისინი დაზარალებულად ცნეს.