25 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
დიღმის მასივში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

დიღმის მასივში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია - პოლიციამ 2 პირი დააკავა. ნივთმტკიცების სახით კი ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა.

11 ივნისს დიღმის მასივში ერთმანეთს 10-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა. ჩხუბის დროს დაიჭრა ორი პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები