09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დასრულდა

მინსკში უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დასრულდა.

მხარეებმა სოფელ შიროკინოსთან 30 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნისა და ფრონტის ხაზიდან ტანკების გაყვანის საკითხებზე იმსჯელეს.

საკონტაქტო ჯგუფი ისევ განაგრძობს მუშაობას და შემდეგ შეხვედრას მინსკში უკვე 26 აგვისტოს გამართავს. ბუფერული ზონის შექმნას კი უკრაინაში მარიუპოლის მოსახლეობა აპროტესტებს.

მათ მიაჩნიათ, რომ კიევის მეირ შეიარაღების გაყვანით ქალაქი სეპარატისტებისგან დაუცველი გახდება.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები