09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
იტალიის პოლიციამ სიცილიურ მაფიასთან კავშირის გამო 11 ადამიანი დააკავა

იტალიის პოლიციამ სიცილიურ მაფიასთან კავშირის გამო 11 ადამიანი დააკავა, რომლებიც მაფიის ყველაზე გავლენიან ხელმძღვანელთან, მატეო მესინა დენაროსთან თანამშრომლობდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები ხელმძღვანელის ბრძანებებს ბანდის დანარჩენ წევრებს კოდირებული წერილების სახით გადასცემდნენ. თავად დენარო 1993 წლიდან იძებნება. სხვა დანაშაულებრივ საქმიანობასთან ერთად, მას ბრალად ედება ფლორენციასა და მილანში მოწყობილი აფეთქებები, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 
დღის ამბები