09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
წყალდიდობა ფლორიდაში - ევაკუირებულია ათობით ოჯახი

წყალდიდობაა შეერთებული შტატების ფლორიდის შტატში. ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქი ტამპა დაიტბორა. ხელისუფლებამ ათობით ოჯახის ევაკუაცია მოახდინა.

ქალაქში ავტომობილების მოძრაობა პარალიზებულია. მოსახლეობა სტიქიასთან გამკლავებას საკუთარი ძალებითაც ცდილობს.

ფლორიდის რამდენიმე რაიონში ამინდის ეროვნულმა სააგენტომ წყალდიდობის შესახებ გაფრთხილებები გაავრცელა.

 

 

 

 

 
დღის ამბები