09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
კალიფორნიაში ხანძარს ვერ აქრობენ - საკუთარი სახლების მიტოვება 13 ათას ადამიანს მოუხდა

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ. ცეცხლმა უკვე 60 ათასი აკრის ფართობის ტყე–პარკი გადაწვა და ათობით საცხოვრებელი გაანადგურა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებას მაღალი ტემპერატურა და ქარი აფერხებს.

ჩნდება ხანძრის ახალი კერები, შედეგად ხანძარი კიდევ რამდენიმე დასახლებას ემუქრება. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საკუთარი სახლების მიტოვება უკვე 13 ათას ადამიანს მოუხდა.

 
დღის ამბები