09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
ნიდერლანდებში ორი ამწეს ჩამოვარდნის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა

20 ადამიანი დაშავდა ნიდერლანდებში უბედური შემთხვევის შედეგად. ქალაქ ალფენ–ანდე–რეინში, სადაც ხიდის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორი ამწე ჩამოვარდა და სახლებს დაეცა. შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი მთლიანად ჩამოინგრა.

მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანი ამოიყვანეს, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია. ადგილზე ამ ეტაპზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, ჰქონდა თუ არა ადგილი უსაფრთხოების წესების დარღვევას.

გამოძიების განცხადებით სარემონტო სამუშაოების დროს ამწეებმა სიმძიმეს ვერ გაუძლეს.

 
დღის ამბები