"საიამ" 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში საუბარია კამპანიის პერიოდში და კენჭის ყრის დღეს გამოვლენილ დარღვევებზე, მართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩევლის აღრიცხვასა და მათი ნების კონტროლზე, მოსყიდვაზე, ზეწოლაზე, თავდასხმებზე ოპოზიციის წარმომადგენლებზე და საგამოძიებო უწყების მხრიდან არასათანადო რეაგირებაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ დარღვევებმა მნიშვნელოვნად დააზიანა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი.