09 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
რუსეთიდან შვედი დიპლომატი გააძევეს

რუსეთიდან შვედი დიპლომატი გააძევეს. შვედეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს და ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინეს. ეს ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადებით დაადასტურა.

სერგეი ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება საპასუხო ნაბიჯი იყო სტოკჰოლმში, რუსი დიპლომატის მიმართ შვედეთის ხელისუფლების არამეგობრულ ქმედებაზე.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები კი მოსკოვის გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება.  

 
დღის ამბები