09 ოქტომბერი 2024,   00:18
ვრცლად
თურქი სამართალდამცველები სტამბოლში მასშტაბურ ანტიტეროროსტულ ოპერაციას ატარებენ

თურქი სამართალდამცველები სტამბოლში მასშტაბურ ანტიტეროროსტულ ოპერაციას ატარებენ. სპეცრაზმელებმა გაზიო-მანპაშას რაიონში რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. ოპერაცია ექსტრემისტების წინააღმდეგ დილის 4 საათზე დაიწყო და მასში ავიაციაც ჩართულია.

CNN-ის ინფორმაციით, ძალოვანები სახალხო განმათავისუფლებელი პარტიის რადიკალური ფრთის წევრების დაკავებას ცდილობენ, რომლებიც რამდენიმე ტერაქტის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები.

თურქეთის ძალოვანი უწყებები ქურთი სეპარატისტებისა და ისლამური სახელმწიფოს წევრების წინააღმდეგ სპეცოპერაციას უკვე მეორე კვირაა ატარებენ. ქვეყნის 39 პროვინციაში 2600–მდე ადამიანია დაკავებული.

 
დღის ამბები