წინააღმდეგობის 115-ე დღე, ფრონტის ხაზი უცვლელია - კრემლი უკრაინის ქალაქებს ბომბავს. ვითარება რთულია ლუჰანსკის რეგიონში, თუმცა უკრაინა პოზიციების შენარჩუნებას ახერხებს. ყველაზე ცხელი წერტილი ამ დროისთვის სევეროდონეცკია, სადაც ქუჩის ბრძოლები გრძელდება.
რუსეთი ცდილობს ყველა მის ხელთ არსებული შესაძლებლობა გამოიყენოს იმისთვის, რომ შეუტიოს უკრაინის რაც შეიძლება მეტ წერტილს. ამ შემთხვევაში აგრესორის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის ოდესის რეგიონი, მტერმა ღამით საკრუიზო რაკეტებით შეუტია ქალაქს, თუმცა უკრაინულმა მხარემ ორივე რაკეტა იქამდე გააუვნებელყო, სანამ ისინი სამიზნეებს მიაღწევდნენ. ასევე, რუსეთის სამიზნეა პოლტავას რეგიონი, სადაც ღამის განმავლობაში 6 რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა ამ შემთხვევაში არავინ დაშავებულა.
დონეცკის რეგიონი არის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, ისინი იყენებენ ყველა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდასხმის შესძლებლობას, რათა დაიკავონ რეგიონი. ფრონტის მთლიან ხაზზე შეტაკებები გრძელდება.