27 მაისი 2024,   05:00
ვრცლად
ისრაელმა ღაზის მიმართულებით სარაკეტო იერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზის მიმართულებით სარაკეტო იერიში მიიტანა. როგორც ისრაელის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი სამიზნე ჰამასის ობიექტები იყო. როგორც პალესტინელები ამბობენ, დაიბომბა სასოფლო-სამეურნეო მიწები.

ღაზის სექტორის მიმართულებით სარაკეტო იერიშები მას შემდეგ განხორციელდა, რაც პალესტინელებმა ქალაქი აშკელონი, ისრაელის სამხედროების მიერ ჯენინში ჩატარებული რეიდის საპასუხოდ დაბომბეს. რეიდის დროს 3 პალესტინელი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

ამ დროისთვის ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები