27 მაისი 2024,   11:57
ვრცლად
უბედური შემთხვევა წნორში - 9 წლის ბიჭი სანიაღვრე არხში დაიხრჩო

უბედური შემთხვევა წნორში - წუხელ, გვიან ღამით, 9 წლის ბიჭი სანიაღვრე არხში დაიხრჩო. ადგილობრივების ცნობით, მას შემდეგ რაც მოზარდი სახლში გვიანობამდე არ დაბრუნდა, მისი ძიება დაიწყეს და საბოლოოდ გარდაცვლილი დასახლებულ პუნქტში მდებარე სანიაღვრე არხში იპოვეს.

ერთ-ერთი ვერსიით, უამინდობამ დაბალი ხილვადობა გამოიწვია, მოზარდმა გზა ვერ გაიკვლია და სანიაღვრე არხში ჩავარდა.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს და გამოძიება 115-ე მუხლითაა დაწყებული.

დღის ამბები