"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" 20 - 21 ივნისის მოვლენების შესახებ ისაუბრეს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საია განაგრძობს 2019 წლის ივნისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვას.
ორგანიზაციის განცხადებით, ამნისტიის კანონი, რომელიც 20 - 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი და პირობითი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს შესაძლო დამნაშავეებს, აფერხებს საქმეების სწორად წარმართვას.
საია იმედს გამოთქვამს, რომ გენერალური პროკურატურისა და სასამართლოს მიერ დროულად და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილებები.