09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
ანტი რუსულ სანქციებს შეერთებული ქვეყნები - რუსეთი ემბარგოსთვის ემზადება

რუსეთი ევროპის იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ანტი რუსულ სანქციებს შეუერთდნენ, ემბარგოს დაწესებისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, საპასუხო ზომები საქართველოსაც შეეხება.

ეს ფაქტი "რია ნოვოსტისთან" კომენტარში რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა. თუმცა, უწყება ქვეყნების სრულ ჩამონათვალს არ ავრცელებს.

თავად წინადადება ემბარგოს შესახებ პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა გაახმაურა. პრეზიდენტის პრეს მდივნის განცხადებით, პუტინი ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

 
დღის ამბები