09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
ქურთი სეპარატისტების თავდასხმას თურქეთში ჯარისკაცები ემსხვერპლნენ

ქურთი სეპარატისტების თავდასხმას თურქეთში 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ხელნაკეთი ბომბი სირნაკის პროვინციაში იმ დროს ამოქმედდა, როდესაც გზაზე სამხედროების მანქანამ გაიარა. შემთხვევის შედეგად 2 თურქი ჯარისკაციც დაიჭრა.

სამხედროების საგუშაგოს ქურთებმა ხელყუმბაც ესროლეს, რასაც კიდევ ერთი თურქი სამხედრო ემსხვერპლა.

20 ივლისის შემდეგ თურქეთში ქურთების მიერ მოწყობილ თავდასხმებს 19 ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთის ხელისუფლება ბაქო–თბილისი–ერზრუმის გაზსადენის აფეთქებაში მათ ადანაშაულებს. მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 
დღის ამბები