09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
„დასავლეთისა და ირანის შეთანხმება თეირანს ვერ შეაჩერებს“, - ისრაელის პრემიერი ამერიკელ ებრაელებს მიმართავს

ისრაელის პრემიერმინისტრი ამერიკელ ებრაელებს მოუწოდებს მხარი არ დაუჭირონ ირანის ბირთვულ შეთანხმებას.

ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 14 ივლისს დასავლეთსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება თეირანს ვერ შეაჩერებს და ის ატომური ბომბის შექმნის პროგრამას მაინც გააგრძელებს.

ისრაელის პრემიერი ასევე ეწინააღმდეგება ირანისთვის სანქციების გაუქმებას, რადგან მიიჩნევს, რომ თეირანი თანხებს პროვოკაციების მოსაწყობად და ვითარების დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებს.

14 ივლისის შეთანხმება უახლოეს დღეებში კონგრესმა უნდა განიხილოს.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები