28 აგვისტო 2026,   05:33
ვრცლად
სტიქია მცხეთა-მთიანეთში - გადაუდებელი წვიმის გამო მეწყერი ჩამოწვა

დილიდან განახლდა გაწმენდითი სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. გადაუღებელი წვიმების გამო მეწყერი ჟინვალი- ბარისახო-შატილის გზაზე, სოფელ კანათიასთან ჩამოწვა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და სამაშველო სამსახური.

მიწა ჩამოწვა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 53-ე კილომეტრზეც. ადიდებულმა მდინარე თერგმა დააზიანა ამავე გზის 136-ე კილომეტრიც, რომელიც ნეიტრალური ზონაა. ადგილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

წყალმა გზა დააზიანა ბარისახოში, ჩარგალთან და მაღაროსთან. საფრთხის გამო ზემო მლეთაში ორი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. შეფერხდა ადგილზე მყოფი ტურისტების მოძრაობაც.

დღის ამბები