09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ფრანგმა მებაჟეებმა საზღვარზე პიკასოს ნახატი დააკავეს

ფრანგმა მებაჟეებმა საზღვარზე პიკასოს ნახატი დააკავეს. ტილო სახელწოდებით "ახალგაზრდა ქალის თავი" კორსიკას საბაჟოზე ამოიღეს, როდესაც მეპატრონე მის გატანას შვეიცარიაში აპირებდა.

25 მილიონ ევროდ შეფასებული ნახატი, ესპანელ ბანკირს ოფიციალურად ეკუთვნის, თუმცა ის ესპანეთის კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნევა. შესაბამისად მისი ქვეყნიდან გატანა კატეგორიულად იკრძალება. ფრანგი სამართალდამცველები პაბლო პიკასოს ნამუშევარს ესპანეთში დააბრუნებენ.

 
დღის ამბები