რუსეთის საოკუპაციო ძალა საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას მავთულხლართების საშუალებით განაგრძობს. რუსი სამხედროები დღეს ისევ სოფელ კირბალთან გამოჩდნენ და უკანონო ბორდერიზაციისთვის სამშენებლო მასალა მიიტანეს. ოკუპანტები, სავარაუდოდ, სოფელთან მდებარე საგუშაგოს გადიდებისთვის ემზადებიან.
რუსი სამხედროების კირბალთან გამოჩენა ადგილობრივებს დღეს არ გაკვირვებიათ, რადგან სოფელი ოკუპაციის მთელს სიმძიმეს უკვე წლებია, გრძნობს. კირბალიდან ხან ადამიანებს იტაცებენ, ხან კი ადგილობრივები, უბრალოდ, იძულებულები არიან, საკუთარი სოფლის საძოვრებზეც კი არ გავიდნენ, რადგან არავინ იცის რუსი სამხედროები როდის გამოჩნდებიან.
მორიგი უკანონო ბორდერიზაციის ფაქტის შესახებ უკვე იცის სადამკვირვებლო მისიამ, თუმცა ეს კირბალის მაცხოვრებლების რეალობას ოდნავაც არ ცვლის.