სამიტის ფარგლებში მადრიდში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები. მოლაპარაკებების დაწყებამდე კი საქართველოს პრემიერი ნატო-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებისთვის გამართულ ვახშამს დაესწრო, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა.
ღონისძიების ამსახველ ფოტო-მასალას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ოფიციალურ ვახშამთან დაკავშირებით Twitter-ზე ინფორმაცია დაწერა თავად ირაკლი ღარიბაშვილმაც.