09 ოქტომბერი 2024,   00:18
ვრცლად
აშშ ალქაიდას სამიზნეების სიაში პირველია

ალ ქაიდას იემენის ფრთა ისლამისტ მებრძოლებს ევროპასა და შეერთებულ შტატებში ტერაქტების მოწყობისკენ მოუწოდებს.

დაჯგუფების ლიდერმა იბრაჰიმ ალ ასირიმ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამიზნეების სიაში პირველი ამერიკის შეერთებული შტატებია.

იბრაჰიმ ალ ასირის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ვაშინგტონს 5 მილიონი დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული. შეერთებული შტატების სპეცსამსახური სწორედ მას ასახელებს 2009 წელს დაგეგმილი ტერაქტის ორგანიზატორად. მისი ბრძანებით, ტერორისტ კამიკაძეს სამგზავრო თვითმფრინავი უნდა აეფეთქებინა, რომელიც დეტროიტში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ სამართალდამცველებმა ის ბორტზე დააკავეს და ტერაქტიც აღკვეთეს.

 
დღის ამბები