09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
იაპონაში გაუსაძლისი სიცხის გამო 40 ადამიანი დაიღუპა

40 ადამიანი დაიღუპა იაპონაში გაუსაძლისი სიცხის გამო. ბოლო ერთი კვირაა ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში რეკორდული სიცხეები ფიქსირდება. ტოკიოში ტემპერატურამ 35 გრადუსს გადააჭარბა.

ექიმების განცხადებით, საავადყოფოებს 11 ათასმა ადამიანმა მიმართა, უმეტესობას გაუწყლოვანებისა და მზის დაკვრის დიაგნოზი დაუსვეს. მედიკოსები მოსახლეობას დღის საათებში გარეთ გასვლისაგან თავის შეკავებასა და დიდი რაოდენობით წყლის მიღებას ურჩევენ.

მეტეოროლოგების პროგნოზით, უახლოესი დღეების განმავლობაში ცენტრალურ რეგიონში კიდევ უფრო დაცხება და ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსსაც გადააჭარბოს.

 

 
დღის ამბები