09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა სარკინიგზო კატასტროფას ინდოეთში. მადხია-პრადეშის შტატში რამდენიმე წუთიანი ინტერვალით ორი სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და ამობრუნდა.

ინცინდენტი ხიდზე მოხდა, რომელიც წყალდიდობის შედეგად დატბორილი იყო. შემადგენლობების 18 ვაგონი მდინარეში გადავარდა. შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე მისულმა მაშველებმა სამასამდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ათობით დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი. მაშველები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ, რადგან ამ დრომდე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მატარებლებში კატასტროფის დროს.

დღის ამბები