09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
ხანძარი ვაშინგტონში - საკუთარი სახლების მიტოვება 300-მდე ადგილობრივს მოუხდა

ძლიერი სიცხის გამო ვაშინგტონში ტყის ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ.

ცეცხლი ტყის მასივს ქალაქ რუსველტთან გაუჩნდა და მალევე დასახლებებს მიუახლოვდა. ხანძარმა უკვე რამდენმე შენობა გადაწვა.

ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

სტიქიის ზონაში სამაშველო ბრიგადები და ავიაციაა მობილიზებული. გამოცხადდა მოსახლეობის ევაკუაცია. საკუთარი სახლების მიტოვება სამასამდე ადგილობრივს მოუხდა.

ისინი წითელი ჯვრის მისიამ დროებით თავშესაფარში მოათავსა, რომელიც ერთ-ერთ სკოლაში მოეწყო.

 
დღის ამბები