09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
საბერძნეთის დედაქალაქში ისევ საპროტესტო აქციებს მართავენ

საბერძნეთის დედაქალაქი ისევ საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ასობით ადამიანი მკაცრი ეკონომიკური რეფორმების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც ათენმა საერთაშორისო კრედიტორებისგან მორიგი ტრანშის მისაღებად უნდა გაატაროს.

მომიტინგეებმა მსვლელობა მოაწყვეს და საბოლოოდ იმ შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც ეკონომიკური გუნდისა და ევროკავშირის წარმომაგნლების შეხვედრა მიმდინარეობს. ბერძენი მაღალჩინოსნები ევროპელ სპეციალისტებთან ერთად სწორედ ახალ ანტიკრიზისულ გეგმაზე მსჯელობენ.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნები არღვევს ბერძენი ხალხის უფლებებს, რადგან დაგეგმილი რეფორმები რიგით ადამიანებზე აისახება.

დღის ამბები