26 აპრილი 2024,   21:40
ვრცლად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ბრალი წარუდგინეს ორ პირს. ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მათ უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის რეალიზაცია მოახდინეს და მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი, რითაც თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის გადახდას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-იდან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები