04 მაისი 2024,   23:45
ვრცლად
მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში ისმოდა - რა ვითარებაა ომის 133-ე დღეს

უკრაინაში ომის 133-ე დღეა. გასული ღამის განმავლობაში საჰაერო განგაშის სიგნალი უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში ისმოდა. დაიბომბა ხარკივის ოლქი - არიან დაშავებულები, მათ შორის, ერთი ახალშობილია. განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ჩერნიჰივის ოლქზე იერიში 40-ჯერ მიიტანეს; ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სასაზღვრო სოფელ ბლეშნიას.

მძიმე ბრძოლები გრძელდება ლისიჩანსკის მიმდებარედ. რუსული ჯარების მთავარი სამიზნე ახლა დონეცკის ოლქია. 2 ადამიანი დაიღუპა, 7 დაიჭრა რუსეთის ჯარების მიერ ქალაქ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად.

საარტილერიო შეტევები იყო მიკოლაივის ოლქზეც - განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და სხვა შენობები, მათ შორის, ქალაქის ერთ-ერთ უბანში მდებარე კულტურის სახლი.

რუსეთის ჯარებმა დაბომბეს დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის ოლქებიც.

დღის ამბები