06 მაისი 2024,   04:31
ვრცლად
რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს - ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს, ფრონტის ბოლო მოვლენები შეაჯამა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიის ერთადერთი ამოცანა ხალხის დაშინება და სიკვდილია. მისივე ინფორმაციით, ქვეყნისთვის თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების დროულად გადასაცემად უკრაინა მოლაპარაკებებს უწყვეტად აწარმოებს.

"გასულ ღამეს ჩვენი ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ეს დიდი ხანია არ მომხდარა დედაქალაქსა და ზოგიერთ ოლქში, ზოგიერთ ადამიანს ეს უჩვეულო დუმილი აშფოთებდა კიდევაც, ეშინოდათ, ახსნას ეძებდნენ, თუ რას აპირებდნენ ოკუპანტები… რეალურად, ზედმეტი ფიქრი არაა საჭირო. ტერორისტების ქმედებებში ლოგიკა არ უნდა ვეძებოთ. რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს - ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ.

ამ დროისთვის არსებობს ცნობები ხმელნიცკის ოლქში დარტყმების შესახებ - მსხვერპლთა და დაჭრილთა რაოდენობა ზუსტდება. ოკუპანტებმა კვლავ დაარტყეს სუმის, მიკოლაივის და დნეპროპეტროვსკის ოლქებს. ზოგიერთი რაკეტა ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

ჩვენ არცერთი დღით არ შევაფერხებთ ჩვენს დიპლომატიურ საქმიანობას, რადგან უკრაინას ახლა თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები სჭირდება," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები