06 მაისი 2024,   21:48
ვრცლად
35 ქვეყანა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სპორტის მიმართულებით მკაცრ სანქციებს ითხოვს

35 ქვეყანამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სპორტის მიმართულებით მკაცრი სანქციები მოითხოვა - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში წერია, რომ რუსეთისა და ბელარუსის სპორტის ეროვნულ მმართველ ორგანოებს მუშაობის უფლება არ უნდა მიეცეთ სპორტის საერთაშორისო ფედერაციებში.

"ინდივიდუალური პირები, რომლებიც მჭიდროდ კავშირში არიან რუსეთთან და ბელარუსთან, უნდა ჩამოშორდნენ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებზე გავლენის პოზიციებს. გარდა ამისა საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციებმა უნდა შეაჩერონ რუსეთსა დ ბელარუსში სპორტული შეჯიბრებების გაშუქება" - ნათქვამია დოკუმენტში.

დღის ამბები