09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
საფრანგეთი რუსეთს "მისტრალის" კონტრაქტის გაუქმებას ფინანსურად აუნაზღაურებს

საფრანგეთი რუსეთს ვერტმფრენმზიდ "მისტრალის" კონტრაქტის გაუქმებას ფინანსურად აუნაზღაურებს. ამის შესახებ რუსეთისა და საფრანგეთის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზი მოსკოვს მილიარდ ევროზე მეტს გადაუხდის. ფრანსუა ოლანდმა კონტრაქტი უკრაინის კრიზისთან დაკავშრებით გააუქმა.

ახლა უკვე საფრანგეთს შეუძლია ორი ვერტფრენმზიდი სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მიყიდოს. ამის სურვილი კი კანადამ, ეგვიპტემ და სინგაპურმა უკვე გამოთქვეს.

 

 
დღის ამბები