09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს ეგვიპტური დაჯგუფება მძევლის მოკვლით იმუქრება

ისლამური სახელმწიფოს ეგვიპტური დაჯგუფება ერთი მძევლის მოკვლით იმუქრება.

მათ ტყვედ ეგვიპტის ტერიტორიაზე მომუშავე ხორვატიის მოქალაქე აიყვანეს.

ვიდეოში, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, მძევალი აცხადებს, რომ თუ 48 საათში ეგვიპტის ციხეებიდან მუსლიმ ქალ პატიმრებს არ გაათავისუფლებენ, მას სიკვდილით დასჯიან.

ვიდეოს თაობაზე განცხადებები ეგვიპტის ხელისუფლებაში ჯერ არ გაუკეთებიათ. ხორვატიის მოქალაქე 22 ივლისს გაიტაცეს, როდესაც ის ქაიროს მიმართულებით მიემგზავრებოდა.

 

 

 

 
დღის ამბები