09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
იაპონიაში ატომური იერიშის 70 წლისთავი აღნიშნეს

იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროს ატომური იერიშის 70 წლისთავი აღნიშნეს.

ჰიროსიმაში მოსახლეობამ მემორიალთან მსვლელობა მოაწყო, საღამოს კი გარდაცვლილთა მოსახსენიებლად მანათობლები აანთეს.

დღის განმავლობაში ჰიროსიმაში არაერთი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც პრემიერიც დაესწრო.

მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიო ბირთვული იარაღისგან საბოლოოდ უნდა გათავისუფლდეს.

შეერთებულმა შტატებმა ჰიროსიმაში ბირთვული იერიში 1945 წლის 6 აგვისტოს განახორციელა, რასაც სამი დღის შემდეგ ქალაქ ნაგასაკიზე ატომური დარტყმა მოჰყვა.

 

 
დღის ამბები