27 დეკემბერი 2024,   01:23
ვრცლად
"რქაწითელი", "სოხუმი" და "ქარაბშა" - "სუხიშვილები" და ნიაზ დიასამიძე 8 ივლისს მაყურებლის წინაშე საქველმოქმედო კონცერტით წარსდგებიან

ნიაზ დიასამიძის მიერ "სუხიშვილებისთვის" სპეციალურად დაიწერა ორი კომპოზიცია, რომლითაც ნაციონალური ბალეტი 8 ივლისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარსდგება.

"რქაწითელისა" და "სოხუმის" გარდა, მაყურებლისთვის შესრულდება ანსამბლის ახალი ცეკვა "ქარაბშაც". ნაციონალური ბალეტი ქართული ცეკვის თაყვანისმცემლებს შესთავაზებს ტრადიციულ პროგრამასაც.

კონცერტის მიმდინარეობისას ანსამბლისთვის დაწერილ კომპოზიციებს ნიაზ დიასამიძე "სუხიშვილების" მუსიკოსებთან ერთად შეასრულებს. ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა შესაძლოა, მაყურებელს ექსპრომტად დაწერილი მუსიკაც შესთავაზოს.

ფილარმონიაში დაგეგმილი კონცერტი საქველმოქმედოა და მიუსაფარი მოხუცების დასახმარებლად ტარდება.

დღის ამბები